გიორგი ბუხნიკაშვილი, დაიბადა თბილისში, 1954 წლის 20 დან 21 მარტის ღამეს!!! 1976 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. იტალიური ენების სპეციალისტი, მთარგმნელი და პედაგოგი. 1989 წელს მიენიჭა მონრეალეს (პალერმო) სიკულო- ნორმანული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება. ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული სასაუბროების, ასევე პირველი ქართულ-იტალიური ლექსიკონის ავტორი. პერიოდულად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, კერძოდ გამოცემული აქვს იტალიელი პუბლიცისტის, ინდრო მონტანელლის მოთხრობა/სცენარი „გენერალი დელლა როვერე“. 2011 წელს გამოსცა იტალიის ისტორიის I ტომი: „ძველი რომი“. მუშაობს მრავალტომიან ნაშრომზე: „იტალიის ისტორია“

ფოტო ავტორის მიერ

Articles