ეროვნული ძაფები: ქართული ტრადიციული სამოსი
ეროვნული ძაფები: ქართული ტრადიციული სამოსი კავკასიის გულში საქართველო იდგა, როგორც თამამი ბუნების, ღრმა ისტორიის და ცოცხალი ტრადიციების კვეთაზე. აქ, სამოსი მეტია, ვიდრე ტანსაცმელი — ეს არის ენა. თითოეული ნაკერი, ქსოვილი და სილუეტი მოგვითხრობს ისტორიებს გეოგრაფიის, რიტუალების და იდენტობის შესახებ. ეს ტანსაცმელი სავსეა სიმბოლიკით, მათ აქვთ პრაქტიკული დანიშნულება, მაგრამ ასევე გამოხატავენ სოციალურ სტატუსსა და დღესასწაულის მნიშვნელობას.
ჩოხა: ეროვნული იდენტობის სიმბოლო ქართული ტრადიციული სამოსებიდან ყველაზე ცნობადი ჩოხაა. ეს გრძელი, სპეციალური ტუნიკაა, რომელსაც ადრე კავკასიელი მეომრები ატარებდნენ, ახლა ეროვნული სიმბოლოა და ოფიციალურ ცერემონიებზე და პატრიოტულ დღესასწაულებზე გამოიყენება. მისი გამორჩეული ელემენტია გულმკერდზე განლაგებული ვაზნების რიგი,რომლებსაც ადრე ფუნქციურად იყენებდნენ, ახლა კი სიმბოლურ მნიშვნელობა აქვს. ჩოხები ყველგან ერთნაირი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ჩოხები ჩვეულებრივ მუხლს ქვემოთ გრძელია, გვერდებზე ჩაჭრილი, დამზადებული მტკიცე მასალისგან და ღრმა, დახვეწილი ფერებით — შავი, მუქი ლურჯი ან ღვინისფერი, რაც ძალაუფლებასა და თავშეკავებულობას გამოხატავს. მთიან რეგიონებში, ხევსურეთში კი ჩოხები მოკლეა და გამდიდრებულია ხელნაკეთი ჯვრებით, კონტრასტული ნაკერებით — ეს შუა საუკუნეების ტრადიციების პატივისცემაა, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. აჭარისა და გურიის რაიონებში ჩოხები უფრო მსუბუქი და პრაქტიკულია. ისინი მოკლეა, შემოსასხმელად ფართო შარვალთან, ნათელი ფერის ქამრებთან და ხშირად ყაბალახის თანხლებით გამოიყენება. გარდა ამისა, არსებობს ფაფახი — ტყავის ქუდი, რომელიც ხელნაკეთია, მსუბუქი და სავსე სიმბოლიზმით. ის დიდი ხანია ასოცირდება საქართველოს მთიანეთის მამაკაცებთან და წარმოადგენს სიმამაცის და გამძლეობის ნიშანს. ქალების ტანსაცმელი და რეგიონული ხელოვნება ქალთა ტრადიციული სამოსი, რეგიონიდან რეგიონამდე განსხვავდება, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს ელეგანტურობას და დამახასიათებელ ხასიათს. ქალის ტრადიციული სამოსის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს გრძელი კაბა, რომელიც ჩვეულებრივ ბამბის, შიფონის ან აბრეშუმისაგან არის შეკერილი, ფართო ქვედაბოლო და მჭიდროდ მორგებული, ნაქარგებით. ფერების პალიტრა — ღვინისფერი,მუქი მწვანე, ოქროსფერი — არასდროს არის შემთხვევითი; თითოეული ფერი ატარებს ემოციას, სტატუსსა და კონკრეტულ მნიშვნელობას. ქართლ-კახეთის რეგიონში ქალები ირჩევდნენ დახვეწილ,მოხდენილ კაბებს მორიდებული ფერებით,თავსაბურავებთან ერთად. ნაქარგები — ხშირად ოქროს ძაფით ან პატარა მარგალიტებით ასახავდა სპარსული და ბიზანტიური მოტივების შერწყმას ქართულ ხედვასთან. მთიან ფშავ-ხევსურეთში ქალთა ტანისამოსი მკაცრ კლიმატურ პირობებსა და რელიგიურ შეხედულებებს ერთდროულად ერგებოდა. მძიმე, მოკლე კაბა — სადიაცო — მორთული იყო ხელით ნაკერი ჯვრებითა და ლითონის თილისმებით, რომლებიც ბოროტი ძალებისგან დაცვას ემსახურებოდა. მაღალი და ვიწრო თავსაბურავები კი მორთული იყო ვერცხლის დისკოებითა და წმინდა ნაქარგებით — ნაწილობრივ დამცველი, ნაწილობრივ დეკორატიული დატვირთვით. უფრი ჩრდილოეთით, თუშეთსა და სვანეთში, ტანსაცმელი უფრო მკაცრი და თავშეკავებული ხასიათის ხდება. ამ მკაცრ პირობებში მცხოვრები თემი ხელით დატრიალებული მატყლით, ფართო ქვედაბოლოებითა და ხელნაკეთი ქსოვილის ფეხსაცმელით გამოირჩეოდა. მორთულობები, მიუხედავად თავშეკავებულობისა, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა: მასიური ნაკერები, მუქ ტონალობაში შესრულებული ფერები და წმინდა სიმბოლოები ერთდროულად ესთეტიკურ და დამცავ ფუნქციას ასრულებდნენ. გარდა ამისა, საქართველოს უფრო შორეულ კუთხეებშიც კი — რაჭასა და მცხეთა-მთიანეთში — ტრადიციულ სამოსს თან დახვეწილი, დელიკატური სიდიადე დაჰყვება. ქსოვილები ხშირად შემოჰქონდათ სპარსეთიდან ან თურქეთიდან და ხელოვნების მაღალი ოსტატობით გარდაქმნიდნენ: ფილიგრანული ნაქარგები, მარგალიტები და ოქროს ნაქარგები მეტყველებდა დროის, მოთმინების და ღრმა პატივისცემის შესახებ. ფერისა და ნაქარგის ენა ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში ყოველი ძაფი კულტურულ სიმართლეს ჰყვება. შავი – აღმოსავლეთში – ძალისა და დიდგვაროვნების სიმბოლო იყო; თეთრი და სპილოსძვლისფერი – სულიერი სისუფთავისა და ახალგაზრდობის; წითელი კი ასახავდა ღვინოს, სისხლს, სიყვარულსა და სიცოცხლეს. ოქრო და ვერცხლი მხოლოდ სიმდიდრეს კი არა, ღვთაებრივ დაცვასა და ნათელსაც განასახიერებდა. ნაქარგი არ იყო მხოლოდ მორთულობა — ეს იყო მოთხრობა. სპირალები, ყვავილები, ჯვრები და ბორჯღალო (საყოველთაო მზის სიმბოლო, რომელიც მარადიულ დროს გამოხატავს) დაკერილი იყო ქამრებზე, ზედატანებზე და თავსაფრებზე. ცხოველების მოტივები — ფრინველები, ირმები, თევზები — ადამიანს ბუნებასა და წინაპართა სულებთან აკავშირებს. ზოგ რეგიონში ქალები ნაქარგებში პირად მესიჯებს ატანდნენ: სასიყვარულო ნიშნებს, საიდუმლო სურვილებს, ბედნიერებისა და ნაყოფიერებისთვის დამცავ ელემენტებს. საქორწინო სამოსი: ქსოვილისა და სიმბოლიზმის რიტუალი ტრადიციული ქართული ქორწილები იყო სამოსის გამოხატვის უმაღლესი ეტაპი. პატარძალები ატარებდნენ თეთრ ან სპილოსძვლისფერ გრძელ კაბებს, რომლებიც კეთდებოდა დახვეწილი ქსოვილებით და ხელით დიდი ნაქარგით. წელზე წითელი ქამარი ნაყოფიერების და ზრდასრულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. სახეს ფარავდა თხელი ქსოვილი,თავზე ეხურათ სამკაულებით მორთული ან მეტალით ნაქარგი თავსაბურავი. ქორწილში ნეფე კი ატარებდა საზეიმო ჩოხას — მუქი, ღირსეული, გაპრიალებული ჩექმებით და საზეიმო დანით (ყინჟალი) ქამარზე. ზოგიერთ ტრადიციაში პატარძალი ჩოხას ჩუქნიდა მომავალ ქმარს — ეს იყო ნდობისა და ერთიანობის სიმბოლო. ცოცხალი მემკვიდრეობა: მოდის აღორძინება თანამედროვე ეპოქაში საბჭოთა წლების შემდეგ, ქართული სამოსის კულტურა აღდგა და განახლდა. ჩოხა დაბრუნდა როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლო. თანამედროვე ბრენდები, როგორიცაა „სამოსელი პირველი“, ქმნის ჩოხებს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხოლო დიზაინერები, როგორიცაა „მაჩაბელი“ იყენებს ტრადიციულ ნიმუშებს, რათა შექმნას მოდა, რომელიც ერთდროულად როგორც ძველია, ისე თანამედროვე და ავანგარდული. პატარა ნაქსოვისა და ქსოვილების ტექნიკებიც, რომლებიც მომდინარეობს ძვ. წ. 3000 წლიდან, აღდგა. ლეიბლები, ბრენდები როგორიცაა 711 და LTFR აღადგინეს ადგილობრივი რბილ ქსოვილები და ფერები, აჩვენებენ, რომ ხელნაკეთი შეიძლება იყოს როგორც უკვდავი, ისე ტენდენციური. საქართველოში ტრადიცია არ იკეტება მუზეუმების კედლებში და არ ინახება წიგნებში — ის ქუჩებში დადის, ხალხური ცეკვის სცენებს შვენის და ჩურჩულებს ნაქსოვი გულმკერდების ნაქარგებიდან. ეროვნული სამოსი — ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც ფორმირდება ბუნების, რწმენისა და ხელნაკეთი ოსტატების მიერ, და ახლა თანამედროვე დიზაინერების ხელითაც აღორძინდება, რომლებსაც კარგად ესმით, რომ მემკვიდრეობა არ არის შექმნილი ვიტრინაში შენახვისთვის, არამედ ტარებაში, ადაპტაციაში და ზეიმშია. როგორც მთები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს ლანდშაფტს, ქართული სამოსის კულტურა არის უკვდავი — ღრმადაა ფესვგადგმული და ზუსტად ისე შორს აღწევს, დროის შეუცვლელად.
Anna Olivo